MIL-OSI Banking: საცხოვრებელი პირობების აღდგენის პროგრამა ხადის ხეობაში

Source: Asia Development Bank

Transcript

ქვეშეთი-კობის ახალი, 23 კმ-იანი გზა შენდება საქართველოში ვაჭრობის, საგზაო უსაფრთხოებისა და ხადის ხეობის მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაიწყო ხადის ხეობაში საცხოვრებელი პირობების აღდგენის პროგრამა.

კამელ ბუმადი
დირექტორის მოადგილე (2021-2024)
მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოში
აზიის განვითარების ბანკი

ჩვენი მიზანი იყო არ დავლოდებოდით გზის მშენებლობის დასრულებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეგვეთავაზებინა დახმარების პაკეტი, რათა მათ დაეწყოთ უნარების განვითარება და მომზადებულიყვნენ ახალი რეალობისთვის.

სალომე წურწუმია
თავმჯდომარის მოადგილე
საქართველოს გზების დეპარტამენტი

სამომავლო პერსპექტივა ხეობის განვითარებაში არის ტურიზმი, და იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მიიზიდოს უშუალოდ მოსახლეობამ, მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება ნატურალური პროდუქციის წარმოებაში.

მოსახლეობის წარმოების გაუმჯობესებაში დახმარებისთვის ADB-მ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას მიმართა.

ანუკი ნაცვლიშვილი
ვეტერინარიისა და სურსათის უვნებლობის სპეციალისტი
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია

საჭიროებათა შეფასებამ აჩვენა, რომ ფერმერების უმრავლესობას ჰყავდა ერთი ან ორი ძროხა, რძის ხარისხი იყო ძალიან დაბალი და ყველს ამზადებდნენ არაპასტერიზებული რძისგან. ბოსტნეულის მწარმოებლები არ იყენებდნენ სარწყავ სისტემას და არ აკეთებდნენ კომპოსტირებას. თაფლის მწარმოებლებს სურდათ ინფორმაციის მიღება საკვების უსაფრთხოებისა და კანონმდებლობის შესახებ. თავიდან რამდენიმე ფერმერის გადამზადება დავიწყეთ ქვეშეთისა და არახვეთის თემებში, მაგრამ შემდეგ ახალი ფერმერები გამოჩნდნენ და რამდენიმე ახალი თემში განვაგრძეთ მუშაობა.

ტარიელ ქარელიძე
თემთან ურთიერთობის ოფიცერი
ADB-ის კონსულტანტი

ფერმერებმა, ჩვენმა ბენეფიციარებმა გარდა თეორიული და პრაქტიკული ცოდნისა, მიიღეს ცხოველთა საკვები დანამატები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ, აღჭურვილობა შესაბამისი, მათი მიმართულებების მიხედვით. მოეწყო სადემონსტრაციო ნაკვეთები. ჩვენი გზა, ქვეშეთი-კობის გზა, დიდი მოლოდინია თემში, რომ ამ გზის შედეგად მათ გაეზრდებათ ბაზართან წვდომა.

ქეთევან ზაქაიძე
ფერმერი სოფელ არახვეთიდან

მყავს ბევრი არა, მაგრამ სამი სული ძროხა, რომლითაც ვაკეთებ ყველს, მაწონს. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე რაც არ ვიცოდი მართლა აქამდე. ის, რომ ყველი მეტი როგორ ამოვიღო რძიდან, მაგალითად, ეს ვისწავლე. ძროხას როგორ მოვუაროთ უფრო მეტად, რომ მასტიტი არ შეხვდეს, უვნებელი სურსათი რომ იყოს.

ზურაბ ბენიაიძე
მეფუტკე სოფელ ბენიან-ბეგონიდან

ძალიან ბევრი სიახლე გავიგე. ერთი ჩემთვის მაგალითად იყო ტკიპის საწინააღმდეგო, ახალი შემოსული მჟავით შეწამვლა. საჩუქრად გადმოგვცეს უნიფორმები, რაც ძალიან გამოსადეგია ჩვენთვის. უკვე გამოვიყენე მე ეგ უნიფორმები.

ერთწლიანი პროგრამის ფარგლებში გადამზადდა 72 ფერმერი ხადის ხეობისა და მიმდებარე სოფლებიდან.

თეა პაპუაშვილი
პროექტის ოფიცერი (ინფრასტრუქტურა)
მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოში
აზიის განვითარების ბანკი

დავაკვირდით, რომ ერთი სწავლებიდან მეორემდე მონაწილეთა რაოდენობა იზრდებოდა. ეს ნამდვილად წარმატების ნიშანია. ნიშანი იმისა, რომ ადამიანებს გაუჩნდათ ნდობა და ინტერესი, რომ ესწავლათ მეტი, დაეხვეწათ უნარები და გაეუმჯობესებინათ ცხოვრების პირობები.

ლესლი ბეარმან ლამი
დირექტორი
მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოში
აზიის განვითარების ბანკი

ამ გზის აშენებით, ადგილობრივ მოსახლეობას მთელი წლის განმავლობაში ექნება მისასვლელი თავიან სახლებსა და მიწის ნაკვეთებთან, რაც მათ საშუალებას მისცემს გაზარდონ სოფლის მეურნების წარმოება და მიიღონ ფინანსური სარგებელი ხეობაში გაზრდილი ტურიზმისაგან.

MIL OSI Global Banks